ვარდისფერი და წითელი ტუჩსაცხი, ე.წ. “მთვარის მტვერი,” თამამი ფერები და მუქი წამწამები 2021 წლის მაკიაჟის ყველაზე აქტუალური ტრენდებია. გთავაზობთ ბარბერის, ვალენტინოს, ჯერემი სკოტისა და კრისტოფერ კეინის მიერ წარმოდგენილ მაკიაჟის უახლეს ტენდენციებს, რომლებიც 2021 წლის გაზაფხულზე ჩვენი შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს.