IERI-მ მსოფლიო მასშტაბის მიწოდებით პირველი ონლაინ მაღაზია დააარსა!

    11 თვიანი წარმატებული მუშაობისა და 3 წარმატებული pop-up პროექტის წარმოების შემდეგ (კახეთსა და თბილსში), IERI-მ ონლაინ მაღაზია www.ieristore.com დააარსა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით აქვს მიწოდება.

    IERI-ს მაღაზია 27 დიზაინერს აერთიანებს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან ან ჩვენი ქვეყანა გახდა მათი შთაგონების წყარო (Aleksandre Akhalkatsishvili, Babukhadia, Chubika, Crosty, Dalood, Eshvi, George Bezani, George Keburia, Idée Fixe, Ingorokva, J.Kim, Le Chic Radical, Le Mocassin Zippe, Liya, Materiel, Muzaradi, Sadaris Melia, Sidonia Nun, Situationist, Sofio Gongli, Tatuna, Tiko Paksa, Tushuri, 0711). მათ შორისაა ქართული ტრადიციული სამოსით შთაგონებული კოლეცია სამოსელი პირველისგან და ანტიკური ხალიჩები. 2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონიდან კი IERI-ს ლონდონში დაფუძნებული David Koma და Tata Naka შეუერთდნენ.

    IERI-ს სტილისტები მუშაობენ, რათა მომხმარებლებს საინტერესო ლუქები და გადაღებები შესთავაზონ. ონლაინ მაღაზიასთან ერთად www.ieristore.com-ზე სპეციალური განყოფილება IERI Moodboard შეგხვდებათ. ეს არის პლატფორმა, სადაც მკითხველსა და მომხმარებლებს საშუალება ექნებათ უფრო ახლოს გაიცნონ ქართული მოდის ისტორია, დიზაინერები და მოისმინონ მოდის ინდუსტრიის ექსკლუზიური დეტალები.

    შეგახსენებთ, რომ IERI-ს პირველი მრავაფუნქციური კონცეპტუალური მაღაზია გაიხსნა 2019 წლის მაისსში, ვერაზე, ისტორიული N1 ღვინის ქარხნის პირველ სართულზე. ამას მოჰყვა 3 წარმატებული pop-up პროექტი წინანდლის მამულებში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, ხოლო თბილისში კი “რესპუბლიკისა” და “სითი მოლის” სივრცეებში. ესაა თბილისის უახლესი კონცეფცია – მაღაზია, გალერეა, ღვინის ბარი და უბრალოდ, შეხვედრებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების ადგილი.

    IERI-ს მიზანია, შეცვალოს ქვეყნის მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულება და საფუძველი ჩაუყაროს მოდის საცალო ინდუსტრიას. IERI-მ პირველმა გააერთიანა ქართული ბრენდები ერთ უნიკალურ სივრცეში. სივრცეში, რომლის შესაფერისი სახელი “შთაგონების ადგილი” უფროა, ვიდრე უბრალოდ კონცეპტუალური მაღაზია. 

    Jacket – LIYA Turtleneck – TIKO PAKSA Jewellry – LIYA
    Coat – TATUNA Shirt – SITUATIONIST
    Trousers – LIYA Shirt – SITUATIONIST Coat – SAMOSELI PIRVELI
    Suit – LIYA Sweater – SOFIO GONGLI
    Shirt – SITUATIONIST Jewellry – LE CHIC RADICAL

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი