რაც უფრო დაბლა იწევს ტემპერატურა, მით უფრო “ცხელ” ლუქებს ირგებს ირინა შეიკი, მისი ყოველი გამოჩენა ეფექტურია და პაპარაცების ობიექტივშიც ხვდება.
ამჯერად ირინა, ტყავის შავი თრენჩი მოირგო, რომელიც ამ სეზონის ყველაზე ცხელი ტრენდია. შავ თრენჩს შავი, გამჭვირვალე კორსეტი შეუხამა. ფეხზე კი თასმებიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელშიც ჩატანებული ჰქონდა სტანდარტული ფერის ლურჯი ჯინსის შარვალი.