ჯენიფერ ლოპესმა თავისი პირველი ჩანთა შექმნა

    ჯენიფერ ლოპესმა Coach-თან თანამშრომლობისას შესანიშნავად წარმოაჩინა დიზაინერის უნარები და თავისი პირველი ჩანთა შექმნა, სახელწოდებით Hutton Bag. ჩანთის ღირებულება 495 დოლარია. როგორც Vogue-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ლოპესს ყოველთვის სურდა ე.წ. hands-free მოდელის შექმნა.

    ,,ნებისმიერი კომპაქტური ჩანთა, რომელსაც მხარზე გადავიკიდებ და ხელები თავისუფლად მექნება, ერთი ნახვით სიყვარულია ჩემთვის. ასე რომ, ძალიან მინდოდა ჯენიფერ ლოპეს ჰატონის ჩანთა მეგრძნო“- განაცხადა მომღერალმა.

    მიუხედავად იმისა, რომ ჯენიფერმა Coach-თან ოფიციალური თანამშრომლობა 2019 წლის ნოემბრიდან დაიწყო, იგი ყოველთვის ამ ბრენდის გულშემატკივარი იყო.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი