სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ჩაცმის სტილი განსხვავებული და გამორჩეულია. დედოფალ ელიზაბეტის გარდერობში მკვეთრი ფერის ტანსაცმელი და ქუდები ჭარბობს და ნებისმიერ ღონისძიებაზე (რამდენი ხალხიც არ უნდა იყოს), ყოველთვის იოლია დედოფლის დანახვა.
ჩაცმის სტილით უკვე ქეით მიდლტონიც გამოირჩევა და ხშირად აღნიშნავენ, რომ ის უკვე მომავალი დედოფალივით იმოსება. უპირატესობას ის ბრიტანული წარმომავლობის დიზაინერებს ანიჭებს. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ღონისძიებაზე ის გრეის ჰენის ულამაზესი კოლექციის მინიმალისტური ტყავის ჩანთით გამოჩნდა, რომელსაც Love Letter ჰქვია. ჩანთა არაჩვეულებრივად იყო შეხამებული ალექსანდრ მაქქვინის წითელ, ორბორტიან ქაშმირის პალტოსთან.