ვარსკვლავური წყვილებისთვის პანდემია ნამდვილი გამოწვევა გახდა. ბევრს ქორწილის გადადება მოუწია, ზოგმა კი გადაწყვიტა ურთიერთობა მაინც დაეკანონებინა – ყოველგვარი პომპეზური ღონისძიების გარეშე.
მათ შორის არიან ქეთა თოფურია და ბიზნესმენი ლევ დენგროვი. ქეთა 8 თვის ორსულია და ბიჭს ელოდება. ორსულმა პატარძალმა ულამაზესი თეთრი კაბა მოირგო, მოხსნილი მხრებითა და პიკანტური დეკოლტეთი. წყვილმა ქორწილი ახლობლების ვიწრო წრეში აღნიშნა.