ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის რომანტიული არდადეგები

    ზამთრის მოახლოებისთანავე, ვენსან კასელმა მეუღლის სამშობლოში გადაინაცვლა. ტინა კუნაკთან ერთად მან ბრაზილიას მიაშურა. უკვე რამდენიმე დღეა, შეყვარებული წყვილი რომანტიულ ფოტოებს დებს სანაპიროდან. ფოტოები ფილმიდან ამოღებულ კადრებს ჰგავს, რომელსაც დაუსრულებლად შეგიძლია უყურო.

    ისინი შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებენ. მათთან ერთად იმყოფება მათი პატარა ქალიშვილი, ამაზონი და ვინსენისა და მონიკა ბელუჩის უმცროსი ქალიშვილი ლეონი. მიუხედავად პაპარაცების გამუდმებული “დევნისა” ოჯახი დროს არაჩვეულებრივად ატარებს. ვენსანი და ტინა არც გრძნობების გამოხატვას ერიდებიან და შვილებთან ერთად ძალიან ჰარმონიულად გამოიყურებიან.

    1 კომენტარი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი