კიმ ჯონსი Fendi-ის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელია

    კიმ ჯონსი, კარლ ლაგერფილდის კვალს მიჰყვება. ბრიტანელი დიზაინერი Fendi-ის სამხატვრო ხელმძღვანელად დასახელდა, რომელიც ასევე ზედამხედველობას უწევს LVMH-ს საკუთრებაში მყოფ, მაღალი მოდის ქალის ტანსაცმელსა და ბეწვეულის განყოფილებას. ეს არის თანამდებობა, რომელსაც Lagerfeld ხელმძღვანელობდა 50 წელზე დიდხანს (როცა პარალელურად მართავდა Chane-ს, 2019 წლამდე).

    ,,Fendi-ში მისი ხედვა და ენთუზიაზმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალის კოლექციების წარმატებას“-ნათქვამია განცხადებაში.

    Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, იგი ცნობილი იყო თავისი დახვეწილი კოლექციებით, მხატვრული კოლაბორაციებით, რომელიც ასევე ჩანერგილია Fendi-ის დნმ-ში.

    ,,აღფრთოვანებული ვარ კიმ ჯონსის Fendi-ში შემობრძანებით“-განაცხადა Serge Brunschwig-მა, Fendi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თავჯდომარემ. ~

    კიმ ჯონსის პირველი დებიუტი Fendi-ში 2021 წლის თებერვალს გაიმართება. ,,დიდი მადლობა monsieur Arnault, Piertro Beccari, Serge Brunschwig და Silvia Venturini Fendi ამ წარმოუდგენელი შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, როგორც დიზაინერისთვის, ორ პრესტიჟულ სახლზე მუშაობა, როგორებიცაა Fendi და Dior Men’s“-განაცხადა კიმ ჯონსმა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი