Tom Ford-ის 2021 წლის გაზაფხულის კოლექცია

    ლოს ანჯელესში, ექვსი თვის წინ, ტომ ფორდმა ნამდვილი ჯოჯოხეთური ჩვენება მოაწყო, რომელსაც ესწრებოდნენ ცნობილი ვარსკვლავები – Renee Zellweger, JLo, ARod, Miley Cyrus, Jason Momoa, Jon Hamm. თუმცა, ამის შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით – ვირუსის გამო დაიხურა ქარხნები, ატელიეები, ოფისები. ,,გულწრფელად რომ გითხრათ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შემეძლო კოლექციის გაკეთება. მაშინაც კი, თუ ამის შთაგონებას ვიგრძნობდი… ვგრძნობდი, რომ მოდა ერთი წლის განმავლობაში უმოქმედოდ იქნებოდა“-განაცხადა ფორდმა.

    ფორდი იშვიათი დიზაინერია, რომელმაც ზუსტად იცის რა სურს ქალს. ,,უკანასკნელი, რისი დანახვაც მინდა, სერიოზული ტანსაცმელია. ვფიქრობ, რომ გაქცევა გვჭირდება. ვფიქრობ, ღიმილი გვინდა. ვიცი, რაც ახლა ჩვენს სამყაროში ხდება, არ აღგვიძრავს სასიამოვნო ემოციებს. ამიტომაც გავაკეთე იმედისმომცემი ტანსაცმელი, რომელიც გაგაღიმებს“-განაცხადა ტომ ფორდმა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი