ირინა შეიკი, რომელმაც მანჰეტენზე ელეგანტური სკოლის სტილი აითვისა, ცოტა ხნის წინ ყვავილებიანი კაბით, მაღალყელიანი ბათინკითა და J. Brand x Elsa Hosk-ის ბრენდის პიჯაკით გამოჩნდა. მან შესანიშნავად შეუხამა ქალური და მკაცრი ელემენტები ერთმანეთს.
პარალელურად, ემილი რატაკოვსკი სპორტული სტილით იწონებდა თავს ნიუ იორკის ქუჩებში, რომელსაც გრძელი ტყავის ქურთუკი და მოკლე ველოსიპედის შორტები ეცვა. კაია ბერგერი კი უფრო კლასიკური გახლდათ შავ შორტებსა და ნაცრისფერ ქაშმირის სვიტერში, რომელსაც ფეხზე New Balance-ის თეთრი სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.