ჩანთა ის აქსესუარია, რომელიც ნიბისმიერ სეზონზე გვჭირდება, რათა ჩვენს ლუქს განსაკუთრებული იერი მივცეთ. ის მოდური და უნივერსალური უნდა იყოს. ELLE-მ სამი ჩანთა შეარჩია, რომელიც ზამთრის სეზონის მთავარი ტრენდი იქნება.
ჩანთა ჯაჭვით – ეს ამ წლის მთავარი ტრენდია. ფავორიტი Bottega Veneta-ს ჩანთა აღმოჩნდა, რომელიც იდეალურია თქვენი ყოველდღიური სტილისთვის. განსაკუთრებული მომენტებისთვის კი შეგიძლიათ არჩევანი Wandler-ის მოდელზე შეაჩეროთ.
ჰობოს გამორჩეული ჩანთები ნებისმიერ სტილს მოუხდება. ის მალე “მასთ ჰევ” ჩანთად იქცევა. ELLE რეკომენდაციას Coperni-ს ან STAUD-ის მთვარის ფორმის ჩანთებს უწევს.
მიკროჩანთები – ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მცირე ზომის ჩანთები სახელურით. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში გაცილებით დიდი ზომის ჩანთებს ვიყენებთ ხოლმე, საახალწლო წვეულებისთვის მიკროჩანთები მაინც იდეალური არჩევანი იქნება.