„მიკრობიოტის ძალა: ორგანიზმის ჯანმრთელობის გასაღები“

    ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იწყება მიკრობიოტის ბალანსითა და გამართული ფუნქციობით. მიკრობიოტა შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის “დამატებით გენომად”, ფაქტობრივად, ცალკე ორგანოდ, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

    მიკრობიოტის როლზე და მისი ბალანსის შენარცუნებაში პრობიოტიკის საჭიროებაზე გვესაუბრება ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი ნათია ქათამაძე

    ქ-ნო ნათია, როგორია ნაწლავის მიკრობიოტის როლი ზოგად ჯანმრთელობაზე?

    ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არის  რთული ეკოსისტემა, რომელიც შედგება მასპინძელი უჯრედების, ნაწლავის მიკროფლორისა და ნუტრიენტებისაგან. ნაწლავის ტრაქტში დაახლოებით 100 ტრილიონი ბაქტერიაა და ისინი ქმნიან ნაწლავის მიკრობიოტას, რაც უზრუნველყოფს საჭმლის მონელებას, ნუტრიენტების შეწოვას, ვიტამინების სინთეზს, იმუნური სისტემის მოდულაციასა და პათოგენებისგან დაცვას.

    ქ-ნო ნათია, რა იწვევს მიკრობიოტას დისბალანსს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

    მიკრობიოტას ბალანსი ძალიან მგრძნობიარეა და მრავალ გარემო ფაქტორზე დამოკიდებული. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ საკვები რაციონის  ცვლილებამ  შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის მიკროფლორის ცვლილება  ძალიან სწრაფად, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში. ამიტომ მიკრობიოტის დისბალანსის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია  არაჯანსაღი კვება (მაღალცხიმიანი, დაბალბოჭკოვანი, რაფინირებული შაქრებით მდიდარი რაციონი); ასევე, ყველაზე მეტად გავრცელებულია შემდეგი მიზეზები: ანტიბიოტიკების და სხვა მედიკამენტების ხშირი ან არაკონტროლირებადი გამოყენება; სტრესი და ქრონიკული ანთება; ნაკლები ფიზიკური აქტივობა; ძილის დეფიციტი; მოწევა და ალკოჰოლი; დაბინძურებული გარემო და არასტერილური საკვები წყაროები.

    ქ-ნო ნათია,  რამდენად მნიშვნელოვანია მიკრობიოტას ბალანსი ენდოკრინულ ჯანმრთელობაზე და რა დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს მისი ცვლილება?

    ნაწლავის მიკრობიოტა ასრულებს ჰორმონული “რეგულატორის” ფუნქციას და მისი დისბალანსი ხშირად არის ენდოკრინული დარღვევების ერთ-ერთი მიზეზი.

    მიკრობიოტა ასევე გადამწყვეტ როლს თამაშობს სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროცესში.  ნაწლავის ბარიერის დაზიანების შემთხვევაში სახეზეა ქრონიკული ანთება და ენდოკრინული დისბალანსი, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს: ინსულინორეზისტენტობა და ტიპი 2 დიაბეტი; პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი (PCOS); აუტოიმუნური თირეოიდიტი (Hashimoto); სექსუალური ჰორმონების დისბალანსი (ესტროგენების მეტაბოლიზმის დარღვევით); მეტაბოლური სინდრომი და სიმსუქნე.

    რა კავშირია ნაწლავის მიკრობიოტასა და მეტაბოლურ დარღვევებს შორის?

    მიკრობიოტა აქტიურად მონაწილეობს გლუკოზის, ლიპიდების და ენერგიის მეტაბოლიზმში, გავლენას ახდენს ასევე გრელინისა და ლეპტინის (შიმშილის და სიმაძღრის ჰორმონები) რეგულაციაზე, რაც გადაჭარბებული საკვების მიღებას და წონის მატებას იწვევს. ჯანმრთელი მიკრობიოტა კი ხელს უწყობს მეტაბოლური ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. მიკრობიოტაზე ზემოქმედება პრობიოტიკების მეშვეობით წარმოადგენს ერთ-ერთ პერსპექტიულ არაფარმაკოლოგიურ მიდგომას ინსულინორეზისტენტობისა და პრედიაბეტის მართვაში. კვლევებმა აჩვენა, რომ პრობიოტიკების გარკვეული შტამები, როგორიცაა Lactobacillus acidophilus, Bifidobacterium lactis და Lactobacillus rhamnosus, ამცირებენ ჰომა-ინსულინის რეზისტენტობის მაჩვენებლებს და აუმჯობესებენ სისხლში გლუკოზის დონეს.

    რა ფუნქცია აკისრია პრობიოტიკებს, და როგორ შევარჩიოთ პრობიოტიკები?

    პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც მონაწილეობენ ჯანსაღი  მიკროფლორის შენარჩუნებაში. მათ „მეგობარ ბაქტერიებსაც“ უწოდებენ. ზოგიერთი ბაქტერია ხელს უწყობს საკვების მონელებას, ანადგურებს დაავადების გამომწვევ უჯრედებს და მონაწილეობს სასარგებლო ნუტრიენტების წარმოქმნაში. მათ გავლენა აქვთ ზოგად გრძელვადიან ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი დისბიოზის მართვაში. პრობიოტიკების შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ იყოს  მრავალშტამიანი, კლინიკურად აპრობირებული, კონკრეტული შტამების შემცველი პროდუქტი, ასევე, მნიშვნელოვანია პრებიოტიკის არსებობა შემადგენლობაში, რაც ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების ზრდასა და აქტივობას.

    რით გამოარჩევდით Biopron 9 Premium-ს?

    Biopron 9 Premium– ის შემადგენლობა შეესაბამება საერთაშორისო გაიდლაინებს, შეიცავს კლინიკური მტკიცებულებებით გამყარებული ეფექტის მქონე 9 სხვადასხვა პრობიოტიკულ შტამს, რაც უზრუნველყოფს ფართო სპექტრის მოქმედებას, კომბინირებულია პრებიოტიკთან, რაც აძლიერებს მოქმედების ეფექტს. კაფსულის უნიკალური, მრავალშრიანი პროტექცია კი უზრუნველყოფს აციდორეზისტენტობასა და ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას. ბიოპრონის მაღალი ხარისხის ტექნოლოგიური დამუშავება და უსაფრთხოების პროფილი საშუალებას იძლევა ეფექტურად იმოქმედოს სხვადასხვა ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსის მქონე პაციენტებზე, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებში, როცა მიზანია მიკრობიოტას რეგულაცია ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების ფონზე.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი