შტოში საშარდე გზების ჯანმრთელობისთვის

    ზაფხულში, როცა ზღვისა და აუზის სეზონი იწყება, გვსურს ბოლომდე ვისიამოვნოთ, დავისვენოთ და გავერთოთ. თუმცა ზოგჯერ ცისტიტი და საშარდე გზების სხვა ინფექციები იჩენს თავს, ჩნდება დისკომფორტი და შემაწუხებელი ჩივილები,  რომელიც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ჩვენს გეგმებში. 

     საშარდე გზების ინფექციები ზაფხულის პერიოდში რამოდენიმე  მიზეზის გამო შეიძლება შეგვხვდეს: აუზი, ზღვა, მდინარე – არაჰიგიენური პირობები ხშირად ბაქტერიების დისბალანსისა და საშარდე გზების აღმავალი ინფექციების მიზეზი ხდება, ამას ემატება ორგანიზმის დეჰიდრატაცია, გამოშრობა, რაც თავის მხრივ, ხელსაყრელ გარემოს ქმნის ბაქტერიების გასამრავლებლად. მოგზაურობისას არასრულფასოვანი ჰიგიენა და უცხო ჰიგიენური გარემოც, თავის მხრივ, ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა კი ცისტიტია (შარდის ბუშტის ანთება), რომლის დროსაც საკმაოდ შემაწუხებელი ჩივილები და დისკომფორტი იჩენს ხოლმე თავს: შარდვის დროს წვის შეგრძნება,  შარდვის გახშირება (თუმცა მცირე ოდენობით), მოჭარბებული შარდვის შეგრძნება ღამით, შარდის შემღვრევა და  უსიამოვნო სუნი,   მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება, გართულებულ შემთხვევაში სისხლიანი შარდიც კი (ეწ.ჰემატურია). პირველ რიგში პრევენცია და პროფილაქტიკა, ხოლო სიმპტომების შემთხვევაში, დროულად ზომების მიღება უმნიშვნელოვანესია დისკომფორტის შესამცირებლად და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის. 

    შტოში (cranberry) – წითელი კენკრაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშარდე გზების ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. მასში აღმოჩენილი ბიოაქტიური ნაერთები, განსაკუთრებით პროანტოციანიდინები (PACs), ცნობილია იმ უნიკალური თვისებით, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. მათ შორის ბაქტერია E. coli-ს, შარდსასქესო გზების კედლებზე მიმაგრებას. სწორედ E. coli არის შარდ-სასქესო გზების ინფექციების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი. 

    შტოშის დანამატები კი გამოიყენება სწორედ ამ რისკების შესამცირებლად, როგორც საპროფილაქტიკო საშუალება პრევენციისთვის, ასევე სიმპტომების შემამსუბუქებლად. ისინი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მათ შორის C ვიტამინს, რაც დამატებით აძლიერებს იმუნურ სისტემასა და ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვით უნარებს. შტოში ასევე სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შარდსასქესო გზების ინფექციების განმეორების რეგულარული შემთხვევა აქვთ, ასევე თუ ხშირად იტარებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ან ჰორმონალური ცვლებების პერიოდი აქვთ (მაგალითად, მენოპაუზის პერიოდში). გარდა ამისა, შტოში ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

    დღესდღეობით ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმის შტოშის დანამატები – კაფსულები, ტაბლეტები და  ფხვნილები. მათ შორის მაღალი ხარისხით გამოირჩევა სკანდინავიური ბრენდის დანამატები – New Nordic ქრანბერი, რომელიც შექმნილია  სწორედ საშარდე გზების ჯანმრთელობის პროფილაკტიკისა და მხადასაჭერად.  New Nordic  ქრანბერის ფორმულა, შტოშის გარდა, შეიცავს იმ სამკურნალო მცენარეებსა და ნუტრიენტებს, რომელთა ერთობლივი მოქმედებით მიიღწევა ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიქსიდაციური, შარდმდენი და სპაზმოლიზური ეფექტები. ნიუ ნორდიკის ქრანბერის მხოლოდ 1 აბი დღეში იცავს საშარდე სისტემას ანთებითი პროცესების განვითარებისაგან, ხელს უშლის ბაქტერიების მიმაგრებასა და გამრავლებას საშარდე გზებში, სწრაფად და ხანგრძლივი დროით ამსუბუქებს შემაწუხებელ სიმპტომებს და იცავს გართულებებისაგან. 

    აღსანიშნავია, რომ New Nordic ქრანბერი გახლავთ 100%-ით ორგანული, ვეგანური პროდუქტი, გლუტენისა და სხვა დანამატების გარეშე და მისი გამოყენება შესაძლებელია 14 წლის ასაკიდან. 

    ზაფხულის მოგზაურობების დროს New Nordic ქრანბერი ნამდვილად თქვენი საუკეთესო მეგზური გახდება და დაგიცავთ დაუგეგმავი დისკომფორტისგან. 

    გამოიწერეთ New Nordic სოციალურ არხებზე.
    Facebook New Nordic Georgia
    Instagram Newnordic_georgia
    გაეცანით New Nordic-ის სრულ ასორტიმენტს Web-ზე Artpharma.ge

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი