დღეს თანამედროვე მსოფლიო სულ უფრო მეტს საუბრობს D ვიტამინზე – იმ აუცილებელ ელემენტზე, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ენერგიასთან, განწყობასთან და ზოგად ჯანმრთელობასთან. კორონა ვირუსის პანდემიამ D ვიტამინის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოკვეთა და მისი როლი ჯანსაღ ცხოვრებაში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.
D ვიტამინი მონაწილეობს 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესში და მისი დეფიციტი გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ მდგომარეობაზე. D ვიტამინის მხოლოდ 20% შეიწოვება საკვებიდან, ხოლო დანარჩენი 80% გამომუშავდება მზის სხივების გავლენით, სწორედ ამიტომ მას ხშირად “ჰორმონ D ვიტამინსაც“ უწოდებენ – ამბობს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.
ხშირად ისმის კითხვა – სეზონურად უნდა მივიღოთ თუ არა D ვიტამინი? D ვიტამინი უნდა მივიღოთ მაშინ, როცა გვაქვს მისი ნაკლებობა. თუმცა შემოდგომა ეს ის დროა, როდესაც D ვიტამინი ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებულად სჭირდება . მზის სხივების ნაკლებობის გამო შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში ორგანიზმში D ვიტამინის გამომუშავება მნიშვნელოვნად იკლებს. სწორედ ამიტომ ექიმები გვირჩევენ რომ , ამ სეზონზე მისი დამატებით მიღება პრევენციულად დავიწყოთ – განსაკუთრებით ბავშვებში, მოზარდებსა და ასაკოვან ადამიანებში.
D ვიტამინის დეფიციტის დროს ჩივილები ძალიან მრავალფეროვანია – ენერგიის ნაკლებობა, ძილის დარღვევა, თმის ან ფრჩხილების სისუსტე, ცვლილებები კანზე, ძვლებისა და კუნთების ტკივილი და დაღლილობა. იმისთვის, რომ შევავსოთ ორგანიზმი D ვიტამინით, საჭიროა სწორი დიაგნოსტიკა, რადგან მსგავსი სიმპტომები შეიძლება სხვა და სხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზიც იყოს – მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის. ამიტომ თითოეული შემთხვევა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.
პედიატრთა საზოგადების მიერ D ვიტამინის პრევენციული მიღება რეკომენდებულია დაბადებისთანავე :
- 0–3 წლის ასაკში: 1 წვეთი დღეში,
- 3–12 წლის ასაკში: 2 წვეთი,
- 12–18 წლის ასაკში: 4 წვეთი,
- ზრდასრულებში: 5 წვეთი დღეში.
რა თქმა უნდა , აქ იგულისხმება სუფთა D ვიტამინი. „თუ ვსაუბრობთ სუფთა D ვიტამინზე, მაშინ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ‘ვიტაფეროლი’. ეს არის სერტიფიცირებული პროდუქტი, რომელსაც აქვს სპეციალური დოზატორი, რომელიც ზუსტად გამოყოფს 400 ს.ე. თითოეულ წვეთზე. სწორედ ეს უზრუნველყოფს ზუსტ დოზირებას და გამორიცხავს ზედოზირების რისკებს,“ – განმარტავს ლაშა უჩავა.
ბევრი წელია „ვიტაფეროლი“ საიმედოობის სიმბოლოდ იქცა – ექიმების გამოცდილებამ და მომხმარებელთა ნდობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მაღალი ხარისხი და უსაფრთხოება, რაც არ არის შემთხვევითი, რადგან „ვიტაფეროლს“ მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი.
„თუ გვინდა ვიყოთ ენერგიულები, მხიარულები და სიცოცხლით სავსენი, უნდა გვახსოვდეს ერთი მარტივი რამ – D ვიტამინი შენს ორგანიზმს ჰაერივით სჭირდება და არ დაგავიწყდეს, რომ შენი ჯანმრთელობა შენი არჩევანია.“











