პარფიუმერიის მთავარ სცენას L’Occitane-ის Flora Orchestra იპყრობს

    დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სურნელი თქვენს განწყობაზე? კვლევების მიხედვით, ჩვენი ემოციების 75%-ს სწორედ არომატი განსაზღვრავს. სუნამოს შეუძლია მოგვანიჭოს სიმშვიდე, გაგვხადოს თავდაჯერებული ან ხაზი გაუსვას ჩვენს ელეგანტურობას. გამოდის რომ დღეს სუნამო არა მხოლოდ საბოლოო აქსესუარი, არამედ ის მძლავრი ემოციური ინსტრუმენტია, რომელსაც ერთი მიბკურებით შეუძლია  თავი განსაკუთრებულად გვაგრძნობინოს. 

    სწორედ ეს, არომატის ფსიქოლოგიური ძალა გამოიყენა L’Occitane-მა თავის ახალ ამბიციურ კოლექციაში, Flora Orchestra. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ სუნამოებზე, არამედ იმ გაბედულ ნაბიჯზე, რომლითაც L’Occitane-მა უარი თქვა კონსერვატიულ ესთეტიკაზე და პარფიუმერიის სცენის ცენტრში დადგა. ამ კამპანიით ბრენდმა შეკრიბა ბუნების საუკეთესო ვირტუოზები და ყვავილების ორკესტრად აქცია. Flora Orchestra აერთიანებს როგორც ყველასათვის ნაცნობ და საყვარელ სურნელებს, ასევე ახალ პროვანსულ არომატებს, რომლებსაც წინამორბედებისგან განსხვავებით განახლებული შეფუთვა აქვთ. L’Occitane-ის ისტორიაში ახალი კარი თქვენთვის უკვე ღიაა და შეგიძლიათ საკუთარი შეგრძნებები თუ ემოციები, თქვენს რჩეულ არომატში გამოხატოთ.   

    დღეს Flora Orchestra-ს პროვანსული სურნელები უკვე მთელს მსოფლიოშია გაფანტული. ამ ჯადოსნური კოლექციის პრეზენტაცია 90-ზე მეტ ქვეყანაში, 3000-ზე მეტ ბუტიკში მიმდინარეობს და მათ შორისაა საქართველოც. 14 ნოემბერს გალერეა თბილისის ლოქსიტანის ბუტიკში, 14 ელეგანტური და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სურნელის გრანდიოზული წარდგენა მოეწყობა.  სუნამოებთან ერთად, განახლებულ კოლექციაში, ამავე სურნელების ტანის ლოსიონები და შხაპ-გელებიც დაგხვდებათ, რომლებიც არომატული რიტუალის ჰარმონიული გაგრძელებაა. გარდა ამისა, L’Occitane მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, რამდენიმე სურნელის სინთეზით, შექმნან სრულიად ახალი, უნიკალური და განსხვავებული არომატი. ამ შემთხვევაში ყოველი ახალი კომბინაცია, უნიკალურ ისტორიად იქცევა – ისეთად, რომელიც მხოლოდ თქვენს სტილსა და განწყობას გამოხატავს. 

    რაც შეეხება, სუნამოების შეფუთვას, არომატები ერთი სტილისტიკით გაერთიანდა. ბოთლების ფორმა კი ტრადიციული პროვანსული თაღების ინსპირაციით შეიქმნა, რომლებიც გადამუშავებული მინისგან არის დამზადებული. ეს ხაზს უსვამს ბრენდის პასუხისმგებლობას გარემოს მიმართ და ეკო-მეგობრულ ფილოსოფიას.

    განახლებულ შეფუთვებთან ერთად, შეცვლილია L’Occitane-ის სილამაზის ბუტიკების დეკორაციებიც. კოლექციის მთავარი გმირი, გიგანტური თეთრი ფერის ყვავილია, რომელიც საკუთარი სინაზითა და ჰარმონიით, ახალი კოლექციის მთავარ სათქმელს ამბობს –  ყვავილების პროვანსულ ორკესტრში, საკუთარ მელოდიას ნებისმიერი გემოვნებისა და სტილის ადამიანი აღმოაჩენს.    

    Flora Orchestra პროვანსული ისტორიაში ახლად შეღებული კარია, რომელიც პროვანსის ჯადოსნურ სამყაროში სურნელოვან მოგზაურობას გპირდებათ. L’Occitane-ის ONLINE ბუტიკში, ge.loccitane.com სუნამოების ონლაინ შეძენისას, გამოიყენეთ პრომო კოდი FLORAORCHESTRA და მიიღეთ 20%-იანი ფასდაკლება, სუნამოების სრულ ასორტიმენტზე. შეიგრძენით ყვავილების ორკესტრის სიმფონია და აღმოაჩინეთ თქვენი პირადი მელოდია.

    Flora Orchestra-ს სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია L’occitane-ის სამივე ფილიალში:

    და ONLINE ბუტიკში: ge.loccitane.com/

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი