ალბათ ყველა ჩვენგანის მიზანია კანი რაც შეიძლება ახალგაზრდულად და ჯანმრთელად გამოიყურებოდეს დიდი ხნის განმავლობაში და ამისათვის უამრავ ხერხს მივმართავთ, მათ შორისაა კანის გამაჯანსაღებელი პროცედურები, სწორი კვება, სტრესის შემცირება, ძილის დარეგულირება და რა თქმა უნდა კანის მოვლის რუტინის ჩამოყალიბება, თუმცა პროდუქტების არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია მათი ფორმულების გათვალისწინება, რადგან სწორედ ინგრედიენტების კონცენტრაციასა და მრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული პროდუქტის ეფექტურობა.
მაგალითისთვის, ერბორიანის Ginseng Super Serum გვპირდება კანის დატენიანების და ტონუსში მოყვანის ხარჯზე ზედაპირული ნაოჭების შემცირებას და იმისათვის, რომ შევაფასოთ პროდუქტი, საჭიროა განვიხილოთ მისი შემადგენლობა.
შრატის პირველივე ინგრედიენტია ჟენშენის ფესვის წყალი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით (ფლავონოიდებით და ბ ვიტამინით), ეხმარება კანს დაბერების გამომწვევი გარე ფაქტორებისგან დაცვაში და აძლიერებს დატენიანებას. ჟენშენის წყალთან ერთად ფორმულაში ასევე შეხვდებით ჟენშენის წითელ ექსტრაქტს და ლაქტობაცილის ფერმენტს, რომლებიც ატენიანებენ კანს და ხელს უწყობენ ნაოჭების პრევენციას.
ფორმულა ასევე გაჯერებულია სხვა ისეთი ანტიოქსიდანტური და დამატენიანებელი ინგრედიენტებით, როგორებიცაა ველური ბატატის, ძირტკბილას, კიგელია აფრიკანას ხილის ექსტრაქტები, ასევე მაღალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავით (ზედაპირის დასატენიანებლად), გლიცერინით, ინულინით (პრებიოტიკი), ადენოზინითა და Palmitoyl Pentapeptide-4ით (ცნობილია როგორც Matrixyl), რომლის ხანგრძლივ გამოყენებასაც შეუძლია შეამციროს ნაოჭები და გააუმჯობესოს კანის ტექსტურა.
Erborian-ის ჟენშენის სუპერ შრატის ამავე ხაზის Ginseng Infusion დამატენიანებელ კრემთან ერთად კომბინაცია ხელს უწყობს კანის დატენიანებას, გამკვრივებას და ზედაპირული ნაოჭების შემცირებას. მისი მსუყე ტექსტურა მარტივად ნაწილდება და შეიწოვება, არ არის ცხიმოვანი და წებოვანი, არ შეიცავს ფორების დამხშობ ინგრედიენტებს და აქვს ნეიტრალური სურნელი. ჟენშენის შრატი მოუხდება ნებისმიერი კანის ტიპის მქონე ადამიანს, ხოლო დამატენიანებელი შექმნილია მშრალი და ნორმალური კანისთვის. ორივე პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დილით, ასევე საღამოს რუტინაში.
ნაოჭებთან ბრძოლის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მზისგან დამცავის გამოყენებაც, რადგან სწორედ მზის მავნე გამოსხივება და ჰაერში არსებული თავისუფალი რადიკალები განაპირობებს კანის ნაადრევად დაბერების პროცესს. სწორად შერჩეული პროდუქტები და რუტინა კი ჩვენი კანის სიჯანსაღის და ახალგაზრდული ვიზუალის საწინდარია.












