პირველად საქართველოში: L’Occitane-ის ჯადოსნური, ონლაინ OUTLET სივრცე გაიხსნა

    პროვანსის სურნელოვანი საიდუმლოებები ახლა კიდევ უფრო ახლოსაა ქართველ მომხმარებელთან! მსოფლიოში სახელგანთქმული ფრანგული ბრენდი L’Occitane en Provence, ქართველი მომხმარებლებისთვის, პირველად საკუთარ ონლაინ  OUTLET სივრცეს ქმნის.

    𝐎𝐔𝐓𝐋𝐄𝐓 ბუტიკში მომხმარებლებს 𝐋’𝐎𝐜𝐜𝐢𝐭𝐚𝐧𝐞–ის გამორჩეული პროდუქტები, განსაკუთრებულ ფასად, დახვდებათ: პრემიალურ სუნამოებზე 𝟔𝟎%-იანი, სხეულის მოვლის პროდუქციასა და ხელის კრემებზე კი 𝟒𝟎%-მდე ფასდაკლება.

    OUTLET სივრცეში წარმოდგენილი სუნამოები პროვანსის ბუნებაში გამოგზაურებთ, ასევე აღმოაჩენთ სხეულის მოვლის საშუალებებს: ტანის ლოსიონებს, შხაპ–გელებს და ლეგენდარულ ხელის კრემებს, რომლებიც წლების განმავლობაში L’Occitane–ის სავიზიტო ბარათად იქცა. ლოქსიტანის რჩეული არომატები: Shea, Verbena, Lavanda, Herbaea და სხვა მრავალი სურნელი ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ. ყველაფერი კი L’Occitane–ის უმაღლესი სტანდარტის ხარისხითა და შეუდარებელი პროვანსული ესთეტიკითაა გაჯერებული.

    ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი კოსმეტიკური საშუალების უპირობო ლიდერი, 𝐋’𝐎𝐜𝐜𝐢𝐭𝐚𝐧𝐞–ი დღესდღეობით 𝟗𝟎–ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მსოფლიოს მასშტაბით 𝟑𝟎𝟎𝟎–ზე მეტ ბუტიკს ფლობს. საქართველოს ბაზარზე მრავალი წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, 𝐎𝐔𝐓𝐋𝐄𝐓 სივრცის გახსნა ბრენდის განვითარების გზაზე, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის განსაკუთრებული სიახლე L’Occitane–ის ერთგული მომხმარებლებისთვის, აღმოაჩინონ ან თავიდან შეიყვარონ 𝐋’𝐎𝐜𝐜𝐢𝐭𝐚𝐧𝐞–ის დაუვიწყარი სამყარო. 

    ეწვიეთ ოფიციალურ აუთლეტ სივრცეს: ge.loccitane.com/collections/outlet 

    შეიძინეთ ონლაინ, მიიღეთ სწრაფად და აღმოაჩინეთ თქვენი საყვარელი პროვანსული საგანძური, ახლა უკვე განსაკუთრებულ ფასად!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი