წელიწადის ყოველ სეზონს, თავისი ისტორია აქვს და განსხვავებულ ამბავს ჰყვება – ზაფხული მოგონებებით გვავსებს, შემოდგომა ცვლილებების სურვილს აღვიძებს, ხოლო ზამთარი სიმშვიდეში გვაბრუნებს. როგორც ბუნება, ჩვენი სხეულიც სეზონურად იცვლის რიტმს და საჭიროებს ახალ ენერგიასა და გამორჩეულ ზრუნვას. ახლა შემოდგომაა, წელიწადის სწორედ ის დრო , როდესაც სიახლეები ჰაერივით გვჭირდება, პირველი ნაბიჯი კი სილამაზის რუტინის განახლებაა. ზაფხულის შემდეგ ჩვენი კანი სრულიად განსხვავებულ მოვლას საჭიროებს. ამ დროს კანი კარგავს ტენიანობას, ელასტიურობას და სისხლის მიკროცირკულაციაც ნელდება – ეს კი სწორედ ის მომენტია, როცა ცელულიტი ხშირად უფრო შესამჩნევი ხდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი არსებობს ბუნებრივი და შედეგზე ორიენტირებული გზა – Melvita-ს L’or Rose, იგივე “ოქროს ვარდი”-ის სხეულის მოვლის გასახდომი ხაზი, რომლის მთავარი დანიშნულებაც, ცხიმის წვა, ცელულიტის გაქრობა და კანის გამკვრივებაა.
Melvita-ს L’or Rose გახლავთ სხეულის მოვლის ინოვაციური ხაზი, შექმნილი კანის გასამკვრივებლად და სასურველი სილუეტის შესაქმნელად. მისი ძალა ვარდისფერი კენკრის, შავი პილპილის, შტოშის ზეთებისა და ფორთოხლის ქერქის კომბინაციაში.

ვარდისფერი კენკრის ექსტრაქტი
ამცირებს „ფორთოხლის კანის“ იერსახეს და ამკვრივებს კანს.
შავი პილპილის ექსტრაქტი
აძლიერებს მიკროცირკულაციას, ზღუდავს ცხიმის დაგროვებას და აუმჯობესებს სილუეტის დახვეწას.
შტოშის ზეთი
მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ომეგა-6 მჟავებით, აძლიერებს კანის ბარიერს, აუმჯობესებს ელასტიურობასა და იცავს ტონუსს.
დამეთანხმებით, რომ როგორც სახის კანს აქვს საკუთარი რუტინა, ასევე სხეულსაც სჭირდება დისციპლინური მოვლა. ცელულიტის გასაქრობად კი ყველაზე ეფექტური, ნაზი და ბუნებრივი გზა L’or Rose რუტინაა, რაც 4 პროდუქტს მოიცავს და მათი კომბინაციაში გამოყენება სასურველი შედეგის მიღების, უფრო ეფექტური გზაა.

პირველი ნაიბიჯია L’or Rose ექსპერი მატონიზირებელი სკრაბი – აღსანიშნავია, რომ რუტინა აუცილებელია დავიწყოთ კანის ღრმა წმენდით, რათა გაიხსნას ფორები და შემდგომი პროდუქტების ეფექტურობა მეტად გაიზარდოს. L’or Rose ორგანული სხეულის მოვლის სკრაბი, სპეციალურად შექმნილია კანის სიმკვრივის, ელასტიურობისა და ტექსტურის გასაუმჯობესებლად. მისი სუპერ-კენკრის კომპლექსი არა მხოლოდ ასუფთავებს კანს, არამედ აძლიერებს მის ტონუსს და ამზადებს გამამკვრივებელი მოვლისთვის. ნაზი მასაჟისას იგი ააქტიურებს მიკროცირკულაციას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნასა და ამცირებს ცელულიტის ხილვადობას, რის შედეგადაც კანი უფრო გლუვი და ჯანმრთელია. როდესაც სკრაბს ვახსენებთ, ხშირ შემტხვევაში ეს პროდუქტი კანის დაზიანებასთან ასოცირდება, თუმცა მელვიტას ბუნებრივი შემადგენლობა ამ პრობლემას თავიდან აგარიდებთ და თქვენს კანს ნაზად გაასუფთავებს. კლინიკურად დადასტურებული შედეგების გათვალისწინებით გეტყვით რომ, გამოყენებიდან 28 დღეში კანი +22%-ით უფრო მკვრივი და გლუვი გახდება.
შემდეგი ნაბიჯია L’or Rose გამაგრილებელი შხაპის გელი – ცელულიტთან ბრძოლის შემდეგი ეტაპი შხაპ გელის გამოყენებაა. ის ნაზად ასუფთავებს, ატონიზირებს და აცოცხლებს ყველა ტიპის კანს. მისი ფორმულა გამდიდრებულია მენთოლითა და პიტნის ეთერზეთით, ისინი უზრუნველყოფენ მყისიერ გამაგრილებელ ეფექტს, ასტიმულირებენ მიკროცირკულაციას და ტოვებენ კანს ენერგიით სავსეს.

ამის შემდეგ გამოვიყენოთ L’or Rose გამამკვრივებელი მშრალი ზეთი – სხეულის ღრმა წმენდის შემდეგ აუცილებელია გამაკვრივებელი ზეთის გამოყენება. მელვიტას ზეთს კი გააჩნია სამმაგი მოქმედება: გამამკვრივებელი, ანტიცელულიტური და სიგლუვის მიმნიჭებელი. მასში შემავალი სუპერ-კენკროვანი კომპლექსი (შავი პილპილის ექსტრაქტი, ვარდისფერი კენკრის ზეთი და შტოშის ზეთი) ახდენს მიკროცირკულაციის სტიმულაციას, ზღუდავს ცხიმის დაგროვებას და ამცირებს “ფორთოხლის კანის”, იგივე ცელულიტის ეფექტს . ამ ზეთს ხშირად იყენებენ მასაჟისთვისაც. დადასტურებული ეფექტურობის თანახმად 1 თვეში ცელულიტი -94%-ით შემცირებულია. 1 კვირაში კი კანი 88%-ით უფრო მკვრივი და გლუვია. კანზე დატანისთანავე შეიწოვება და არ ტოვებს არასასიამოვნო წებოვან ზედაპირს.

სრულყოფილი რუტინის საბოლოო ნაბიჯი კი L’or Rose მკვებავი & გამამკვრივებელი სხეულის ბალმია– სპეციალურად შექმნილია “ფორთოხლის კანის” , იგივე ცელულიტის შესამცირებლად და ინტენსიური კვებისთვის. განკუთვნილია ყველა ტიპის, განსაკუთრებით კი მშრალი კანისთვის, რადგან მისი მთავარი დანიშნულება სხეულის მაქსიმალური დატენიანებაა.
ჩვენი სხეული, ჩვენი ცხოვრების ისტორიის განუყოფელი ნაწილია – მას ისევე სჭირდება ზრუნვა, როგორც გულსა და გონებას. და თუ თქვენი ისტორიის ახალ თავში მთავარი გმირი Melvita-ს L’or Rose-ი გახდება, გპირდებით რომ ყოველი მომდევნო ფურცლის თანმდევი, სილამაზე იქნება.










