ომეგა 3 – სილამაზის, პროდუქტიულობისა და ხანგრძლივი ჯანმრთელობის საიდუმლო

     თუ გინდათ ბუნებრივად მბზინავი კანი, კონცენტრირებული გონება და ცხოვრების მაღალი ხარისხი – ომეგა 3 ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თქვენს ყოველდღიურ რეჟიმში. ომეგა 3 არის ცხიმოვანი მჟავები, რომელთაგანაც ორი მთავარი შემადგენელი ნაწილი – EPA და DHA, ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩვენი სხეული მათ თავად ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ მათი მიღება აუცილებელია საკვები რაციონიდან, ან დანამატების სახით. თანამედროვე ცხოვრების წესი, სადაც სტრესი, დატვირთული რეჟიმი და გადაღლილობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ომეგა 3-ის ფუნქცია კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

    პირველ რიგში, ომეგა 3 ზრუნავს გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. DHA ტვინის სტრუქტურის ნაწილს შეადგენს და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მეხსიერებასა და კონცენტრაციაზე. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ ომეგა 3-ს, საგრძნობლად გაუუმჯობესდათ ფოკუსირების და სტრესთან გამკლავების უნარი. დატვირთული რეჟიმის გათვალისწინებით, როდესაც გადაღლილობის ფონზე ხშირია გონების დაბინდვა, სისუსტე და კონცენტრაციის დაქვეითება – ეს შეიძლება  ომეგა 3-ის დეფიციტიზე მიგვანიშნებდეს. 

    გარდა ტვინისა, ომეგა 3, როგორც ჯანსაღი ცხიმების წყარო პირდაპირ აისახება გარეგან სილამაზეზე. ომეგა 3 ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის შენარჩუნებას, იცავს მას გამოშრობისგან და ამცირებს ანთებით პროცესებს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მგრძნობიარე, პრობლემური ან სტრესზე რეაგირებადი კანისთვის. ასევე, აუმჯობესებს სკალპის სისხლის მიმოქცევას და ეხმარება თმის ფოლიკულების გააქტიურებას, რის შედეგადაც თმა ხდება უფრო ძლიერი, მბზინავი და ჯანსაღი. 

    თუმცა სილამაზესა და პროდუქტიულობის მიღმა, ომეგა 3-ს კიდევ ერთი განსაკუთრებული სარგებელი აქვს – ანთებითი პროცესების შემცირება. ქრონიკული ანთება კი ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია  ისეთი დაავადებებისა, როგორებიცაა გულსისხლძარღვთა პრობლემები, დიაბეტი და ართრიტი. 

    კვირაში 2-3-ჯერ ცხიმიანი თევზით რაციონის გამდიდრება, როგორიცაა მაგ. ორაგული და სკუმბრია, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა ბევრ ადამიანს მათი რეგულარული მიღება არ შეუძლია ხელმისაწვდომობისა და გემოვნური თვისების გამო.  ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია ომეგა 3-ის მაღალი ხარისხის დანამატების ჩართვა რაციონში, როგორიცაა შვედური ბრენდის New Nordic-ს დანამატები,  ცხოვრების ხარისხის, გარეგანი და შინაგანი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. 

    New Nordic ომეგა 3-ის დანამატებს ორი ფორმით გვთავაზობს: 

    Nordic Fish Oil – ორგანული წარმოშობის სკანდინავიური თევზის ქონის ომეგა 3, რომელიც მდიდარია EPA, DHA ცხიმოვანი მჟავებით კონცენტრაციისთვის, გულისა და ტვინის ფუნქციონირებისთვის. რეკომენდებულია 18 წლიდან. 

    New Nordic Red Oil – ახალი თაობის ომეგა 3, რომელიც კრილის ზეთით მზადდება და გამდიდრებულია ძლიერი ანტიოქსიდანტი ასტაქსანტინით. მისი მოქმედება გაცილებით  ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი ომეგა 3-ის. რედ ოილის ხარისხი დამოწმებულია MSC-ის (ველური ბუნების მსოფლიო ფონდი) მიერ. რეკომენდებულია 12 წლიდან.

    ნიუ ნორდიკის ორივე ომეგა 3-ის წარმოებულია შვედეთში, GMP სტანდარტის სრული დაცვით, 100%-ით ნატურალური,  არ შეცავს ლაქტოზას, გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია New Nordic -ის სკანდინავიური გამოცდილება და ბრენდის ღირებულებები, რომელიც აერთიანებს გარეგან და შინაგან ჯანმრთელობას, გარემოზე ზრუნვასა და ინოვაციებს.  

    გამოიწერეთ New Nordic სოციალურ არხებზე.
    Facebook New Nordic Georgia
    Instagram Newnordic_georgia
    გაეცანით New Nordic-ის სრულ ასორტიმენტს Web-ზე Artpharma.ge

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი