თმის გაჯანსაღება ზაფხულის შემდეგ და მზადება შემოდგომისთვის

    ზაფხულის თბილი დღეები ხშირად ტოვებს კვალს ჩვენს თმაზე. მზე, მაღალი ტემპერატურა და ქლორიანი აუზები აშრობს თმის ღერებს, არღვევს სტრუქტურას და აქრობს ბუნებრივ ბზინვარებას. თან როდესაც შემოდგომა ახლოვდება, ბუნებრივადაც იზრდება თმის ცვენა, ამიტომ ახლა საუკეთესო დროა, რომ თმა გავაძლიეროთ და ახალი სეზონისთვის მოვამზადოთ.

    ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სრულფასოვან, დაბალანსებულ კვებას, განსაკუთრებით ჯანსაღი ცხიმებით, ცილით, რკინით, ცინკითა და სელენიუმით მდიდარ პროდუქტებს. მაგრამ ხანდახან, განსაკუთრებით ინტენსიური ზაფხულის შემდეგ, დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს დაზიანებული თმა. ამ შემთხვევაში იდეალური არჩევანია ნიუ ნორდიკის Hair Volume, რომელიც შვედური პრემიუმ ხარისხის საკვები დანამატია. ბრენდის მიდგომა მუშაობს პრინციპით “Beauty In & Out”, რომელიც ხაზს უსვამს სილამაზისა და ჯანმრთელობის ერთობლიობას.

    ნიუ ნორდიკის Hair Volume–ის უნიკალური სკანდინავიური ფორმულა აერთიანებს ვაშლის, ფეტვისა და შვიტას ექსტრაქტებს, რომლებიც ასტიმულირებენ თმის ზრდას და აძლიერებენ ფესვებს. ბიოტინი და B ჯგუფის ვიტამინები ზრუნავენ თმის, კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზე, ხოლო სელენიუმი, სპილენძი და L-ცისტეინი ეხმარება თმის ბუნებრივ ფერის შენარჩუნებასა და ბზინვარებას. თმა ქალებისთვის ხშირად თავდაჯერებულობის სიმბოლოა, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი ზრუნვა და მოვლა, რის შედეგადაც თმა ხდება უფრო მოცულობითი, ძლიერი და ბზინვარე. Hair Volume–ის დანამატები 100%-ით ნატურალური და ვეგანურია და თან არ შეიცავს გლუტენსა და ლაქტოზას. თმის სიჯანსაღეზე ზრუნვა შინაგანი ჯანმრთელობიდან იწყება.

    გამოიწერეთ New Nordic სოციალურ არხებზე.
    Facebook New Nordic Georgia
    Instagram Newnordic_georgia
    გაეცანით New Nordic-ის სრულ ასორტიმენტს Web-ზე Artpharma.ge

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი