თმა ჩვენი ვიზუალური ისტორიაა, რადგან სტრესი, ჰორმონალური დისბალანსი, არასწორი კვება თუ სეზონური ცვლილებები მყისიერად აისახება მის სიჯანსაღეზე. თმის ცვენა არ არის მხოლოდ ესთეტიკური საკითხი და ის შინაგან მოვლას საჭიროებს. ამიტომ, ვიდრე პრობლემის მოგვარებას გარეგანი მკურნალობით დავიწყებთ, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჯანმრთელი თმა ჯანმრთელი ორგანიზმიდან იწყება. სწორედ ამ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით შეიქმნა New Nordic Hair Volume, რომელიც სრული სიზუსტით პასუხობს New Nordic-ის ფილოსოფიასა და კონცეფციას. “Beauty In & Out” – ეს ნიშნავს, რომ ნამდვილი, ხანგრძლივი და ეფექტური შედეგი მხოლოდ შინაგანი გაძლიერებით მიიღწევა.
New Nordic – სკანდინავიური ბრენდია, რომლის ისტორიაც 1990 წელს იწყება და ის დღეს მსოფლიო ბაზარზე, წამყვან პოზიციას იკავებს. ბრენდის მთავარი პრინციპი ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაა, სწორედ ამიტომ მისი საკვები დანამატები 100% ით ნატურალური ინგრედიენტებისაგან მზადდება. New Nordic-ის ასორტიმენტში შეხვდებით პროდუქტებს, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა საჭიროებისთვის, რაც მთავარია ყველა მათგანი გადის კლინიკურ კვლევასა და ხარისხის მკაცრ კონტროლს. ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული წარმოების მთავარი უპირატესობა კი სუფთა, ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოდან მოპოვებული ნედლეულია.
დღეს New Nordic 400-ზე მეტ უნიკალურ ფორმულას აწარმოებს და მისი პროდუქტები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდის ბესტსელერებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს , მრავალი ჯილდოს მფლობელი Hair Volume — ინოვაციური ფორმულა, რომელიც :
- აძლიერებს თმის ფესვებს და ააქტიურებს ფოლიკულებს, რაც ხელს უწყობს ახალი თმის ზრდას
- შესამჩნევად ამცირებს თმის ცვენას და აძლიერებს არსებულ თმას
- ზრდის თმის სისქესა და რაოდენობას, მატებს მოცულობას
- ანიჭებს თმას ჯანსაღ ბზინვარებასა და ბუნებრივ სილამაზეს
- კვებავს თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით, ალამაზებს შიგნიდან გარეთ
Hair Volume-ის ეფექტურობა ეფუძნება ვაშლის, ფეტვისა და შვიტას ექსტრაქტების, სპილენძის, თუთიისა და სხვადასხვა ვიტამინის უნიკალურ კომბინაციას. ვაშლის ექსტრაქტი ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას. ფეტვისა და შვიტას ექსტრაქტები აუმჯობესებენ თმის მოცულობას და აძლიერებენ ფესვებს. სპილენძი და თუთია კი არეგულირებენ ცხიმიანობას და უშლიან ხელს ნაადრევ გაჭაღარავებას. ამ უნიკალური ფორმულით Hair Volume შიგნიდან ამაგრებს თმას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას და უზრუნველყოფს ჯანსაღ, ბზინვარე შედეგს. New Nordic-ის საკვები დანამატების სრული ასორტიმენტი კი წარმოდგენილია ჯპს-ის, ფარმადეპოსა და ფარმსახლის სააფთიაქო ქსელებში.











