ამდენჯერ დაგიწყიათ დიეტა ორშაბათიდან? ან რამდენჯერ გითქვამთ ტკბილეულისთვის ‘’არა’’? დაძაბული დღის ბოლოს კი, როდესაც ნებისყოფა მინიმუმამდეა დაყვანილი, ძნელია ტკბილ დესერტზე უარის თქმა. გეცნობათ სცენარი? ეს მხოლოდ თქვენი პრობლემა არ არის, ეს ბიოლოგიური ხაფანგია, რომელსაც მხოლოდ ნებისყოფით ვერ მოერევით. ტკბილზე დამოკიდებულება ხომ ყველაზე მძიმე გამოცდაა, წონის კლების პროცესში. ყოველი დანებება არა მხოლოდ კილოგრამების მომატებას, არამედ რწმენის დაკარგვას უდრის. ამ პრობლემის ფესვები კი იმაზე ღრმად არის ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ჩვენ გვჭირდება ერთი მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც ამ მარადიულ ბრძოლას დაასრულებს. ინსტრუმენტი რომელიც ნებას მოგვცემს, ტანჯვისა და თავშეკავების გარეშე, შევცვალოთ კვებითი ჩვევები. New Nordic Zuccarin კი სწორედ ის გასაღებია, რომელიც შაქრის მოთხოვნის ბიოლოგიურ სიგნალს გამორთავს და საშუალებას მოგვცემს ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
და რატომ New Nordic? ამ ბრენდის არჩევა, ნიშნავს რომ თქვენ ენდობით სკანდინავიურ ხარისხსა და გამოცდილებას. 1990 წლიდან დღემდე New Nordic მსოფლიო ბაზრის ლიდერს წარმოადგენს და მისი საკვები დანამატები არა მხოლოდ ეფექტურობით, არამედ ხარისხის უმაღლესი სტანდარტებითაც გამოირჩევა. მისი ასორტიმენტი კი 400-ზე მეტ რეცეპტს მოიცავს, რომელსაც მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ენდობიან. ამ ნდობის გარანტი, ის 100%-ით ნატურალური ნედლეულია, რომელიც დედამიწის ყველაზე სუფთა ნიადაგზე მოდის. New Nordic-ის ბესთსელერ პროდუქტებში კი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია Zuccarin-ს.
Zuccarin-ის აქტიური ნივთიერებები:
- თეთრი თუთის ექსტრაქტი – კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუთის ფოთლები (ML) მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლური დაავადებების მკურნალობაში, მათ შორის დიაბეტის, დისლიპიდემიის, სიმსუქნის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტენზიის დროს. თუთის თეთრი ექსტრაქტი არის სანდო დამხმარე თერაპია ჭარბწონიანი პაციენტების დიეტურ მართვაში. ექსტრაქტის გამოყენებამ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად გაზარდა წონის კლება, არამედ გააუმჯობესა გლიკემიური კონტროლის მაჩვენებლები (ინსულინისა და გლუკოზის დონე).
- ქრომი – ქრომი აუმჯობესებს ინსულინის მოქმედებას. მოქმედებს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების მეტაბოლიზმზე, და ხელს უწყობს მეტაბოლური და გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას. კვლევების მიხედვით, ქრომის დანამატი აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს. 12-კვირიანი ქრომის დანამატის მიღებამ კორონარული არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში დადებითად იმოქმედა წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე (BMI), ცხიმის კონტროლსა და ლიპიდურ პროფილზე. პასუხისმგებელია გემოვნებით მიდრეკილებებისადმი, განსაკუთრებით ამცირებს ტკბილისა და ცომეულის ჭარბი მოხმარებისკენ მიდრეკილებას.
ასე რომ დაივიწყეთ დამარცხებული ორშაბათები; გზა ჯანსაღი წონისა და გარდაქმნილი ჩვევებისკენ, Zuccarin-თან ერთად იწყება. New Nordic-ის სრული ასორტიმენტი კი წარმოდგენილია ჯპს-ის , ფარმადეპოსა და ფარმსახლის სააფთიაქო ქსელებში.











