შემოდგომის დადგომას ყოველთვის მოაქვს ბუნებაში ახალი ფერები, სურნელი და განწყობა. თუმცა,ამავე დროს, ეს ის პერიოდია, როცა ადამიანის ორგანიზმიც ცვლილებებს განიცდის – ტემპერატურის ვარდნა, მზის სხივების ნაკლებობა და ცხოვრების რიტმის ცვლა, ეს ყველაფერი ხშირად იწვევს ენერგიის დეფიციტს, გუნება – განწყობის ცვლილებას, იმუნური სისტემის დასუსტებას და ზოგად დაღლილობას.
ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ ქმედებებს, როგორიცაა ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა, მშვიდი ძილი და ის აუცილებელი ნივთიერებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ მოგვეწოდება სრულყოფილად. ამ დანაკლის კი ვერ შევავსებთ, თუ არ მივიღებთ საკვებ დანამატებს.
საკვები დანამატები წარმოადგენს ნივთიერებების კომპლექსს, რომლებიც ავსებენ ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს ჩვენს ორგანიზმში. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს ჯანსაღ ფუნქციობაში, ენერგიის შენარჩუნებასა, სხვადასხვა დაავადებების პრევენციასა და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. სამედიცინო სამყარო უკვე საუბრობს იმაზე რომ 21-ე საუკუნე საკვები დანამატების ერაა, რადგან თანამედროვე ცხოვრების რიტმი, არ გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ორგანიზმი ვიტამინების სრული კომპლექტით მოვამარაგოთ. შედეგად კი ვიღებთ სხვადასხვა დაავადებების სიმპტომების გამოვლინებას, რაზეც პასუხისმგებლობა ჯანსაღ პროდუქტებსა და ბუნებრივ ფაქტორებს ეკისრებათ. სწორედ ამ დროს ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან საკვები დანამატები – ერთი აბი ან ერთი წვეთი, რომელსაც თქვენი ცხოვრების ხარისხისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ევალება. თუმცა აქაც ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, რათა ჩვენს ორგანიზმს ხარისხიანი და სრულყოფილი დანამატი, ოპტიმალური დოზით, სწორ დროს მივაწოდოთ. მათი სწორად შერჩევა და მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როდის უნდა მივიღოთ საკვები დანამატი, რომელი საკვები დანამატია ხარისხიანი, რამდენ ხანს უნდა მივიღოთ ისინი და გვიჭირდება თუ არა ექიმის კონსულტაცია? – შევეცდებით ყველა ამ კითხვაზე პასუხი ახალი კამპანიის დახმარებით გაგცეთ, რომლის ინიციატორიც ფარმაცევტული კომპანია „არტფარმაა“ . „ შენი ჯანმრთელობა შენი არჩევანია“ – ამ კამპანიის მიზანია, საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება საკვები დანამატების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. პროექტის ფარგლებში თქვენ მოისმენთ, ექიმებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ვიდეო მიმართვებს, შესაძლებლობა გექნებათ წაიკითხოთ ინფორმაციული სტატიები და ჩაერთოთ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში, რომლებიც სოციალურ ქსელებსა და მედიაში გაშუქდება.
„შენი ჯანმრთელობა შენი არჩევანია“ – ეს მხოლოდ კამპანიის სახელი არ არის. ეს არის შეხსენება, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველდღიური ინვესტიციით იწყება. კამპანიის და მის გარშემო დაგეგმილი აქტივობების შესახებ „არტფარმას“ გაყიდვებისა და სამედიცინო მარკეტინგის ხელმძღვანელს – ლელა კახაძეს ვესაუბრეთ:
როგორ გაჩნდა კამპანიის იდეა „შენი ჯანმრთელობა – შენი არჩევანია“ და რა არის მისი მთავარი მიზანი?
„არტფარმას“ დაარსების დღიდან, მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ისეთი პროდუქციის შეთავაზება, რომელიც რეალურად ეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და სხვადასხვა დაავადებების პრევენციაში. ყველა დანამატი, რომელიც ჩვენს პორტფელშია, დამზადებულია ევროპაში, 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებით და სერტიფიცირებულია საერთაშორისო ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად. ერთი აბი ან წვეთი ხშირად აერთიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან და რაც მთავარია, იმუნური სისტემის გაძლიერებას, ენერგიის მატებასა და ორგანიზმის ბალანსის შენარჩუნებას უწყობენ ხელს.
ხშირად მომხმარებლები სკეპტიკურად უყურებენ საკვებ დანამატებს- როგორ აპირებთ, რომ ამ კამპანიის ფარგლებში დამოკიდებულება შეუცვალოთ მათ ?
მოგეხსენებათ 10 წლის წინ, სწორად „არტფარმამ“ საქართველოს საზოგადოებას პირველმა შესთავაზა საკვები დანამატის ბრენდი „Walmark“ და ხმამაღლა დაიწყო საუბარი საკვები დანამატების საჭიროებაზე. უკვე წლებია, მიზანმიმართულად ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზე. ახალი კამპანია კი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ ადამიანებმა გააცნობიერონ , რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველდღიური არჩევანია, რომელიც იწყება საკუთარი თავისადმი ყურადღებით. ამ ინიციატივის ფარგლებში მკაფიოდ გვინდა განვუმარტოთ საზოგადებას, რომ საკვები დანამატი ეს არ არის წამალი, არამედ ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინების მინერალებისა და იმ ექსტრაქტების კომბინაცია ან კომპლექსები , რომელთა უსაფრთხოებაც დადასტურებულია კლინიკური კვლევებით და გამოიყენება ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ან საპროფილაქტიკო დანიშნულებით.
კამპანიის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა აქტივობა – მოგვიყევით მათ შესახებ , რას გეგმავთ?
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ექიმებთან და ექსპერტებთან ვიდეო ინტერვიუები, სპეციალური შეთავაზებები საკვებ დანამატებზე, სხვადასხვა საინფორმაციო სტატიები და კონტენტი, რომელიც დაეხმარება მომხმარებელს გაიგოს, როგორ შეარჩიოს სწორად საკვები დანამატები და რა სარგებელი მოაქვს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად ისეთის როგორიცაა:
Vitafеrol – D ვიტამინი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისას რადგან სუფთა სახის დ ვიტამინია, დანამატების გარეშე, აძლიერებს ძვლოვან და იმუნურ სისტემას. განსაკუთრებით აქტუალურია შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა მზის სხივები ნაკლებია. ასევე, Biopron® 9 Premium – ბაზარზე გამორჩეული შემადგენლობის, მრავალშტამური პრობიოტიკი პრებიოტიკთან ერთად, რომელიც ძალიან სწრაფად აღადგენს ნაწლავურ მიკროფლორას და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ. Arthrostop და Proenzi – უზრუნველყოფს სახსრებისა და საყრდენი აპარატის სრულფასოვან კვებას, ხრტილის აღდგენას, ხსნის ტკივილს, იცავს სახსრებს და ხერხემალს ნაადრევი ცვეთისგან.
რაც შეეხებათ ბავშვებს, Marsianchik – ბავშვებისთვის განკუთვნილი მულტივიტამინების კომპლექსი, რომელიც მხარს უჭერს ბავშვის ზრდასა და გონებრივ განვითარებას, წლების მანძილზე დედების დამხმარეა უმადო და ხშირად მოავადე ბავშვებში.
აქვე მინდა, გამოვყო სკანდინავიური ბრენდი New Nordic, რომელიც სულ ახლახანს დაემატა ჩვენს პორტფოლიოს და რომლის ფილოსოფიაა „ჯანმრთელობის გასაღები ბუნებაშია“. მსოფლიოში ყველაზე მოხმარებადი პროდუქტები – Hair Volume, Zuccarin, Blue Berry და Apple Cider, ეხმარება ორგანიზმს ბუნებრივი ბალანსის აღდგენაში, აუცილებელ მიკრონუტრიენტებთან ერთად შეიცავს კლინიკურად დადასტურებული ეფექტურობის მქონე სამკურნალო მცენარეულ ექსტრაქტებს და სწორედ ამიტომ “ნიუ ნოდიკი” მიეკუთვნება პრემიუმ კლასის საკვები დანამატების კატეგორიას.
როგორია თქვენი ხედვა – როგორ შეიძლება საკვები დანამატები სწორად ინტეგრირდეს ჯანსაღი ცხოვრების წესში?
თანამედროვე ცხოვრების ტემპში ხშირად ვერ ვიღებთ საკმარის ვიტამინებსა და მინერალებს, ამიტომ დანამატები გვეხმარებიან ამ ბალანსის აღდგენაში. ჯანსაღი ცხოვრების წესი ნიშნავს ყურადღებას საკუთარ სხეულზე – რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, სწორ კვებას, მშვიდ ძილს და იმ ნივთიერებებზე ზრუნვას, რაც ორგანიზმს ბუნებრივად სჭირდება. სწორედ ამაში გვეხმარება საკვები დანამატის თითოეული აბი – ეს არის მცირე ნაბიჯი, მაგრამ დიდი ინვესტიცია, საკუთარ ჯანმრთელობაში.
„შენი ჯანმრთელობა შენი არჩევანია“ – ეს არის შეხსენება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურად აირჩიოს ბალანსი, ენერგია და იმუნიტეტი.
„არტფარმა“ 2014 წლიდან არის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილი და მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საკვებ დანამატებსა და ვიტამინებს. როგორიცაა „Walmark“, “New Nordic “ და „Vitrum” ბრენდები, რომლებიც სანდოობასა დახარისხთან ასოცირდება. სწორედ 10 წლის წინ დაიწყო კომპანიამ საკვები დანამატების აქტიური იმპორტი და საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების დანერგვა.












