ჩვენი ყოველი დღე ახალი გამოწვევებითაა სავსე – სისწრაფე, ვალდებულებები, დროის სწორად გადანაწილება, ემოციები . ამ ქაოსსა და მოძრაობაში გვავიწყდება მთავარი – ის ძალა და ენერგია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ამოძრავებს. იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ბალანსი და ჰარმონია, უნდა ვეცადოთ, რომ პირველ რიგში შინაგანად გავძლიერდეთ. ამ ყველაფერში კი საკვები დანამატები დაგვეხმარებიან, რომელთა სწორად შერჩევა უკვე აღარ არის ფუფუნება, არამედ ეს არის ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი .
D ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესში, რაც ნიშნავს, რომ მისი დეფიციტი გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე -ენერგიაზე, განწყობაზე და საერთო იმუნურ სისტემაზე. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ D ვიტამინის მხოლოდ 20% მიიღება საკვებიდან, ხოლო დანარჩენი 80%- ის გამომუშავდება მზის სხივების ზემოქმედებით ხდება. სწორედ ამიტომ, სეზონური ცვლილებებისა და მზის ნაკლებობის პერიოდში ორგანიზმს ხშირად სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა – განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის თვეებში.
D ვიტამინის დეფიციტის დროს ჩივილები ძალიან მრავალფეროვანია – ენერგიის ნაკლებობა, ძილის დარღვევა, თმის ან ფრჩხილების სისუსტე, ცვლილებები კანზე, ძვლებისა და კუნთების ტკივილი და დაღლილობა. იმისთვის, რომ შევავსოთ ორგანიზმი D ვიტამინით, საჭიროა სწორი დიაგნოსტიკა, რადგან მსგავსი სიმპტომები შეიძლება სხვა და სხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზიც იყოს – მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის. ამიტომ თითოეული შემთხვევა მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.
„ვიტაფეროლი“ – ეს არის ენერგიისა და ძლიერი იმუნიტეტის წყარო, რომელიც წარმოადგენს პრევენციულ დახმარებას ჩვენი ორგანიზმისთვის და სწრაფად აღადგენს D ვიტამინის ბალანსს. მისი მოხმარება რეკომენდებულია 0 წლის ასაკიდან, მთელი ოჯახისთვის.
“ვიტაფეროლი”- 100% სუფთა D ვიტამინი გვეხმარება იმუნიტეტის გაძლიერებაში, სეზონურ ინფექციებთან ბრძოლაში, ავსებს ორგანიზმს ენერგიით, მოქმედებს „ბედნიერების ჰორმონზე“, ამაღლებს გუნება განწყობას, ამცირებს სტრესს და დაღლილობას. აძლიერებს ძვლებისა და კუნთების მუშაობას.
„ვიტაფეროლი“ ეს არის „მზის ვიტამინი“, შენი ყოველდღიური რიტუალი შინაგანი ბალანსისა და სილამაზის შენარჩუნებისათვის..
რატომ ვირჩევთ „ვიტაფეროლს“ ?
- ერთადერთი სუფთა სახის ემულსიფიცირებული D ვიტამინი საქართველოში
- არ შეიცავს მავნე დანამატებს, მიღება შესაძლებელია ხანგრძლივად და წელიწადის ნებისმიერ დროს.
- რეკომენდებულია საქართველო ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ, უსაფრთხოა 0 თვიდან ნებისმიერი ასაკისთვის.
- წარმოდგენილია ორი ყველაზე მოხმარებადი და კომფორტული ფორმით, 400 სე წვეთებისა და 2000 სე კაფსულების სახით, მთელი ოჯახისთვის.
„ვიტაფეროლი“ ხელმისაწვდომია ფარმსახლის, ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში.











