მის საქართველო 2011, უმშვენიერესი ჟანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე დაინიშნენ. ჟანეტის მარჯვენა ხელს უკვე ამშვენებს საქმროს ნაჩუქარი ულამაზესი ნიშნობის ბეჭედი. წყვილმა სოციალურ ქსელში პირველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჟანეტი კლასიკურ თეთრ კაბაში თვალისმომჭრელად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ ნოე სულაბერიძეს წინა ქორწინებებიდან უკვე ჰყავს ორი შვილი, ჟანეტისთვის კი ეს პირველი ქორწინება იქნება. მეტიც, მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორებს ვერსად ნახავთ. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მოკლევადიანი ურთიერთობები არ ხიბლავდა და ოჯახის შექმანს ძალიან სერიოზულად უყურებდა. გარდა ამისა, იგი ყოველთვის სწავლაზე იყო ორიენტირებული და მოდელობაზე მეტად თავისი პროფესია უყვარს.
რამდენიმე წლის წინ, ერთერთ ინტერვიუში (ჟურნალი “რეიტინგი”) ჟანეტმა განაცხადა: “მინდა, ჩემი ქორწილი მწვანე მინდორზე, ბუნებაში გაიმართოს და თეთრი ხალიჩის გავლით მამამ საქმროსთან მიმიყვანოს…” ვნახოთ, როგორი იქნება წლის ყველაზე პოპურალური წყვილის ქორწილი.
მანამდე კი, ბედნიერი წყვილი ამ ფოტოს აქვეყნებს და მილოცვებსაც იღებს.