7 “უმნიშვნელო” დეტალი, რომელიც მამაკაცის ყურადღებას იპყრობს

    ხანდახან სრულყოფილებისკენ სწრაფვაში ისე ვართ გართულები, რომ გვავიწყდება ბუნებრივი და უმნიშვნელო დეტალები, რომლებსაც მამაკაცები იმაზე მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე წარმოგვიდგენია.

    ალბათ იშვიათია ქალი, რომელიც პაემანზე წასვლის წინ არ ფიქრობს ‘’რა ჩავიცვა?’’ დღეები და საათები ვარჩევთ ტანსაცმელს, ვხარჯავთ ძალიან ბევრ დროს მაკიაჟსა და აქსესუარებზე. არ ვჩერდებით მანამ, სანამ საკუთარი თავი არ მოგვეწონება სარკეში. მაგრამ რა მოსწონთ მამაკაცებს სინამდვილეში?

    1. ხალები – ბევრ მამაკაცს მოსწონს როდესაც მათ პარტნიორს ხალები აქვს. მათთვის ეს სინაზესა და ჰარმონიასთან ასოცირდება.
    2. სათვალე – მამაკაცებს ძალიან სექსუალურად მიაჩნიათ სათვალე. მათთვის ასოცირდება ინტელექტუალურობასა და ორგანიზებულობასთან, რომელიც ამავდროულად ძალიან სექსუალურია.
    3. გაჩეჩილი, დასავარცხნი თმა – თქვენი საყვარელი მამაკაცის გვერდით ახალგაღვიძებულს სარკეში თქვენი თავი დაგინახავთ? ალბათ სასწრაფოდ იწესრიგებთ თავს, თუმცა ზოგი მამაკაცისთვის აბურდული თმა ძალიან მიმზიდველი და რომანტიულია.
    4. დიდი ზომის სამოსი – ფართო პერანგები, სქელი წინდები და საშინაო, თავისუფალი სამოსი მამაკაცს თქვენდამი თბილ გრძნობებს აღუძრავს.
    5. მადა – როდესაც, თქვენ ცდილობთ მოწიწებით და ფრთხილად მიირთვათ და ამავდროულად ძალიან გშიათ, რთულია გააკონტროლოთ ქცევები. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცისთვის შეიძლება თქვენი ბუნებრივი ჭამის მანერა უფრო სექსუალური იყოს.
    6. სექსუალური თეთრეული – მაქმანებიანი თეთრეულითა და ნაზი ბიუსჰალტერით ვერც ერთ მამაკაცს ვერ დატოვებთ გულგრილს. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ყველაფერი დახურული ტანსაცმლის ქვეშ იმალება.
    7. ბუნებრივი სურნელი – მამაკაცთა უმრავლესობას აღიზიანებს გადატვირთული მაკიაჟი და სუნამოს მძაფრი სუნი. ბიჭებისთვის თმის, კანის ან ტანისსამოსის ბუნებრივი სურნელი ბევრად უფრო სექსუალურია.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი