საყვარელ ადამიანთან სექსის დროს ჩვენს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონები, ენდორფინი და ოქსიტოცინი გამოიყოფა. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ყველაფერი მხოლოდ სუთიერი სიამოვნებით და ბედნიერი ღიმილით არ სრულდება – სექსის დროს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები მომდევნო ორი დღის გან,ავლობაში ახდენს დადებით გავლენას პირად და სამსახურეობრივ ურთიერთობებზე.
ფლორიდის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაახლოებით 200 წყვილთან ჩაატარეს კვლევა. მათ გაზომეს ბედნიერების დონე ხშირი და შედარებით იშვიათი ურთიერთობის დროს და ასევე დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს სექსი კარიერაზე, სოციალურ ურთიერთობებზე და წყვილების მატერიალურ მდგომარეობაზეც კი.
არსებობს მოსაზრება, რომ შეყვარებული ადამიანი “ღრუბლებში დაფრინავს” და სხვა არაფერი აინტერესებს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში პირიქით აღმოჩნდა: კარგი სექსის შემდეგ, ადამიანის შრომისუნარიანობა მინიმუმ 12%-ით იზრდება, გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად მუშაობს, მარტივად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ნებისმიერ პრობლემას უფრო დიდი შემართებით აგვარებს და წარმატებით ამყარებს პროფესიულ კავშირებს. რჩევა კარიერისტებს – თუ წინ მნიშვნელოვანი პროექტები გელით, გრაფიკში აუცილებლად ჩასვით რომანტიული საღამოებიც და თქვენი წარმატების შნსიც გაიზრდება!
ასევე დაადგინეს, რომ სექსის შემდეგ 48 საათის განმავლობაში ადამიანი უფრო ბედნიერია და პარტნიორის მიმართ ნდობა განსაკუთრებულად იმატებს (ქალის ორგანიზმი მამაკაცს, როგორც მომავალი შვილის მამას ისე აღიქვამს). როგორც კი ჩვენი ჰორმონები წყნარდება, ისევ ეჭვიანები ვხდებით. გარდა ამისა, ბედნიერების ჰორმონი, რომელიც სექსის დროს გამოიყოფა, გვეხმარება ვაკონტროლოთ ჩვენი ნერვები, ადვილად დავწყნარდეთ რთულ მომენტებში და მარტივად გავუმკლავდეთ სტრესს.
აქედან დასკვნა – სექსი საუკეთესო ბუნებრივი ანტიდეპრესანტია!