მართალია ხშირად ამბობენ, რომ სიყვარულის გამოსახატავად განსაკუთრებული დღეები საჭირო არ არის, მაგრამ ყოველ 14 თებერვალს მამაკაცები განსაკუთრებულად ცდილობენ საყვარელი ქალისთვის იდეალური საჩუქრის შერჩევას… ქალბატონები კი, მოუთმენლად ელიან საჩუქარს საყვარელი ადამიანისაგან.
ყოველთვის ჩნდება კითხვა – რა ვაჩუქო? და ზოგჯერ ფიქრისა და შერჩევის პროცესიც უსასრულოდ იწელება.
Beauty Magazine-მა გადაწყვიტა სასარგებლო რჩევებით დაგეხმაროთ.
მაშ ასე, დავიწყოთ სამკაულებით. სამკაული ყოველთვის გამორჩეული საჩუქარია. მაღაზია დელფოსი/Delfos გთავაზობს ამორე ბაჩის (Amore Baci) სამკაულებს. რაც მთავარია, მაღაზიაში მოქმედებს 20,30,40 და 50 პროცენტიანი ფასაკლება და სპეციალური აქცია 1+1.
- გულის ფორმის ყელსაბამი, რომლიც ჯოებით ივსება. ყელსაბამი – 299 ლარი, ერთი ცალი ჯო – 29 ლარი
- ყელსაბამი იღბლის დამჭერი ჩარმებით – 239 ლარი, ერთი ცალი ჩარმი – 49 ლარი
- კულონები, რომელთა საწყისი ფასია 25 ლარი. ყელსაბამი – 12 ლარი
მაღაზიათა ქსელი ივ როშე/Yves Rocher კი თავის მოვლის სხვადასხვა სასაჩუქრე კომპლექტს გვთავაზობს:
- სუნამოების ნაკრები Mon Evidence – 84 ლარი
- ხელის კრემების ნაკრები – 25.40 ლარი
- სუნამოების ნაკრები Cherry Bloom – 57.05 ლარი
აღნიშნულ პროდუქციაზე მოცემული ფასები უკვე ფასდაკლებულია.
მაღაზიათა ქსელი რომან/Roman გამორჩეული დიზაინის აქსესუარების ფართო არჩევანს გვთავაზობს 40% ფასდაკლებით:
- თვალისმომჭრელი და განსაკუთრებული ფორმის საყურეები, რომელთა ფასი 100 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს
- ტომარას ფორმის ჩანთა, რომელიც გაფორმებულია ულამაზესი ბროშით – 381 ლარი
- ტყავის ჩანთა -296 ლარი
იყავით გამორჩეულები და თქვენი ვალენტინის სურათი ან მისთვის საყვარელი ფოტო მინის ყელსაბამზე ან დასადგამ ჩარჩოზე დაიტანეთ 3D Painter–ის საშუალებით. საჩუქარს შეგიძლიათ გაუკეთოთ სასურველი წარწერა, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს და დასამახსოვრებელს გახდის მას. რაც მთავარია, ამ ყველაფრის გაკეთება 15 წუთში შეგიძლიათ. ფასი კი 30 ლარიდან – 230 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია ნივთზე, რომელზეც გსურთ ნახატისა თუ წარწერის დატანა.
დაბოლოს, ვალენტინობის კლასიკური საჩუქარი ყვავილებია. ყვავილი შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ გამოიჩინეთ ორიგინალურობა და შეარჩიეთ ქოთნის ყვავილი www.blooms.ge-ზე. www.blooms.ge გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერსვისსაც. ასე რომ, ეს განსაკუთრებული საჩუქარი ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ გაუგზავნოთ საყვარელ ადამიანს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით Delfos-ის, Yves Rocher-ს, 3D Painter-ის, Roman-ის და Blooms.ge-ს თანამშრომლებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, რომ თქვენთვის საჩუქრის შერჩევის პროცესი გაგვემარტივებინა.
ავტორი: ნინი ბარბაქაძე