რა ვაჩუქოთ საყვარელ მამაკაცს? – იდეები და ფასდაკლებები

    ქალებს ხშირად გვავიწყდება, რომ საჩუქრები და ყურადღება მამაკაცებსაც ისევე სიამოვნებთ, როგორც ჩვენ. უამრავი დღესასწაულით განებივრებულები მუდამ მათგან ველით ძვირფას საჩუქრებს. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული ფასდაკლებებისა და შემოთავაზებების 95% ქალებისთვისაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ქალბატონებს მამაკაცებისთვის საჩუქრის შერჩევაში დაგეხმაროთ.

    და მაინც, რა შეიძლება ვაჩუქოთ საყვარელ მამაკაცს ვალენტინობას?

    ტანსაცმელი

    თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი გემოვნება ემთხვევა და თქვენი შეყვარებული ვერ იტანს მაღაზიებში სიარულს, მაშინ ბევრი ფიქრი არ გჭირდებათ. ახალი პერანგი, ქრთუკი ან მოდური ფეხსაცმელი კარგი გადაწყვეტილებაა. ტანსაცმელი ის ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელზე ფასდაკლებაც მამაკაცებზეც ვრცელდება. შეგიძლიათ ეწვიოთ სხვადასხვა მაღაზიას:

    Armani exchange/არმანი ექსჩეინჯი  -50%

    Benetton/ბენეტონი -70% მდე ფასდაკლება

    Guess/გესი  -60% მდე

    Mavi/მავი -50%

    Ovs/ოვსი -70%

    ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მაღაზია რუსთაველის გამზირზე, გალერეა თბილისში დაგხვდებათ. რაც მთავარია, შეგიძლიათ შეიძინოთ გალერეა თბილისის სასაჩუქრე ვაუჩერიც, რომელზეც ჩარიცხავთ თანხას და თქვენი საყვარელი ადამიანი საკუთარი გემოვნებით იყიდის საჩუქარს ამ სავაჭრო ცენტრის ნებისმიერ მაღაზიაში.

    წინდები

    ბოლო დროს განსხვავებული და ორიგინალური წინდები ძალიან აქტუალურია. სხვადასხვა გაფორმებით, ჰობისა და ინტერესების მიხედვით შეგიძლიათ შეურჩიოთ საყვარელ ადამიანს საჩუქარი.

    Rosebud/როუსბადი ვალენტინობისთვის გთავაზობთ 20% ფასდაკლებას სრულ კოლექციაზე, რომლის შეძენაც შეგიძლიათ გალერია თბილისისა და თბილისი მოლის ფილიალში.

    Altersocks/ალტერსოქსი გამოირჩევა ლამაზი და სახალისო დიზაინით. ალტერსოქსის ფილიალები მდებარეობს თბილისი მოლში, გლდანი მოლში, ისთ ფოინთში, სითი მოლში (გლდანი), ქუთაისის ქარვასლაში და ბათუმის ბრენს შოპში.

     

     სუნამო

    შეარჩიეთ მისთვის სასურველი არომატი. აუცილებელია იცოდეთ მამაკაცის გემოვნება, თორემ ძვირადღირებული სუნამოც კი შეიძლება არასასურველი საჩუქარი აღმოჩნდეს.

    პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ლუტეცია ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით სრულ სპექტრზე 20-50% ფასდაკლებას და სასიამოვნო სიურპრიზებს გვთავაზობს. (მის: პეკინის 25; გალერია თბილისი; მარჯანიშვილის ქ. 19. ჭავჭავაძის 42; ვაჟა ფშაველას 26.) 

    წვერის მოვლის საშუალებები

    შეგიძლიათ აჩუქოთ წვერის მოვლის საშუალებები (თუ რა თქმა უნდა, წვერს ატარებს:) ) რადგან წვერიც და წვერის მოვლაც უკვე ძალიან აქტუალურია. მათი შეძენა შეგიძლიათ მამაკაცების სალონებში ან უცხოურ საიტებზე.

    საათი

    მართალია ამბობენ, რომ საყვარელი ადამიანისთვის საათის ჩუქება არ ვარგა, მაგრამ ცრუ რწმენები დღეს უკვე წარსულს ჩაბარდა და საათი მაინც ყველაზე სასურველი საჩუქარია. მაღაზია Time/თაიმი გვთავაზობს 30% ფასდაკლებას საათებზე და სამკაულებზე. (მის: აღმაშნებლის 96.)

    Arttime/არტთაიმში და Swatch/სვოჩში 14% ფასდაკლება დაგხვდებათ.

    Casio საკმაოდ მისაღებ ფასად გვთავაზობს საათებს. მათი შეძენა 75 ლარიდან შეგიძლიათ. საათების ფასები ბრენდის, მონაცემებისა და მასალის მიხედვით იზრდება და 50 ლარიდან -3000 ლარამდე მერყეობს. მაგალითად ქვემოთ ნაჩვენები საათი სადა,  დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. მისაღები ფასი აქვს და ამას  ემატება 30% ფასდაკლება.

     

    უცხოური ონლაინ მაღაზიები

    თუ გინათ, რომ თქვენი შერჩეული საჩუქარი იყოს განსხვავებული და ორიგინალური, ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიწეროთ უცხოური საიტებიდან. თქვენს რჩეულს ცოტახნით ლოდინი მოუწევს, მაგრამ მთავარია, რომ საჩუქარი ჩამოვა და მის გულსაც გაახარებთ.

    გთავაზობთ საიტებს, სადაც შეძლებთ ნებისმიერი ფასისა და ზხარისხის პროდუქცია.

    P.S. დაიმახსოვრეთ, რომ სიყვარულით შერჩეული საჩუქარი ყოველთვის გაახარებს თქვენს მეორე ნახევარს. ამიტომ აჩუქეთ მთელი გულით და ყველაფერი გამოგივათ!

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი