ჩვენი ქვეცნობიერი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე და გარესამყაროს აღქმაზე. ქვეცნობიერს აქვს შესაძლებლობა, დაიმახსოვროს და შეინახოს ყველაფერი, რაც ოდესმე გვინახავს. ის, რასაც ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოებზე პირველად დაინახავთ, მეტყველებს თქვენს შეხედულებებზე სიყვარულთან დაკავშირებით.
რას ხედავთ ფოტოზე?
თუ ორი კატა დაინახეთ ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მიზანდასახული და გულღია ადამიანი. თქვენი ცხოვრება ეფუძნება სილამაზესა და კეთილდღეობას, იუმორსა და ჯანმრთელობას, ყველაზე მეტად სიყვარულში ამას უფრთხილდებით. შეიძლება, ხანდახან გეუბნებიან, რომ თქვენი ქმედებები ცოტა ეგოისტურია, მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებთ თქვენს თვისებებს და ვერ იტანთ კონტროლს. ხანდახან, საუკეთესო გამოსავლი თქვენთვის მარტო დარჩენაა.
- პიროვნული დახასიათება: დამოუკიდებელი და ძლიერი პიროვნება ხართ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ძლიერია თქვენი სიყვარული, ყოველთვის მყარად დგახართ.
- ურთიერთობა: ზოგჯერ სიყვარული ხელის შემშლელი ფაქტორია თვენთვის და გაურბიხართ კიდეც სიყვარულს.
პირველად ფოტოზე თუ ძაღლი შენიშნეთ, ეს სიმშვიდისა და კეთილდღეობისკენ მისწრაფების ნიშანია. თქვენ გჯერათ ნამდვილი სიყვარულის და მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ მას. ხართ ერთგული, პასუხისმგებლობის მქონე, საიმედო და მშვიდი ადამიანი. გჯერათ, რომ ნამდვილი სიყვარული დალოდებად ღირს. ყოველთვის ნახულობთ პოზიტიურად შეხედოთ მოვლენებს.
- პიროვნული დახასიათება: მოსიყვარულე, მზრუნველი და მშვიდი ხართ.
- ურთიერთობა: ოჯახი თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. ურთიერთობაში თქვენთვის მთავარია ერთობა და მეგობრობა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ენდობოდეთ იმ ადამიანს ვისთან ერთადაც ხართ.
რა შენიშნეთ პირველი?
თუ პირველი მელა შენიშნეთ, ბუნებით ძალიან დადებითი და რომანტიული ხართ. ეს სურათი ნარინჯისფერი ფერის გამო მზის ჩასვლის ილუზიაა, მხოლოდ მეორე შეხედვისას ამჩნევთ მელიას. ღრმა კავშირი გაქვთ ბუნებასთან და შესაბამისად, ურთიერთობისათვის მსგავს პიროვნებას ეძებთ. მიღებული შეხედულებაა, რომ მელია წარმოადგენს სიბრძნისა და სულიერების სიმბოლოს.
პიროვნული დახასიათება: სიბრძნე თქვენი სუპერ ძალაა.
ურთიერთობა: თავისუფლება თქვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მზად ხართ, გქონდეთ ხანგრძლივი ურთიერთობა, სანამ თავს თავისუფლად არ გრძნობთ.
თუ დელფინი შენიშნეთ, ესე იგი დახვეწილი და ჭკვიანი ადამიანი ხართ. ურთიერთობისთვის ეძებთ ინტელექტუალურ და მშვიდ პიროვნებას. ძალიან იღბლიანიც ხართ, რის გამოც ადამიანებს უყვართ თქვენს გარემოცვაში ყოფნა.
- პიროვნული დახასიათება: სიკეთე, სიმშვიდე და ჰარმონიულობა წარმოადგენს თქვენს მთავარ თვისებებს.
- ურთიერთობა: გინდათ გქონდეთ დიდი და მეგობრული ოჯახი. ზრუნავთ თქვენს გარშემომყოფებზე და არასდროს არ გავიწყდებათ მათი დაბადების დღეები. გარდა ამისა, ყოველთვის გახსოვთ, თუ რა მოსწონთ მათ.
რა დაინახეთ პირველი?
თუ ჯერ კაცის სახე შენიშნეთ, ბუნებით არტისტული და კრეატიული ხართ. თქვენი ცხოვრება მუდმივი თავგადასავლების ძიებაა. ყოველმა დღემ სიახლე უნდა მოგიტანოთ, შესაძლოა ახალი სიყვარულიც კი. თქვენთვის ჭიქა არასდროს არის ნახევრად ცარიელი, ის ყოველთვის სავსეა.
- პიროვნული დახასიათება: იმდენად ხალისიანი პიროვნება ხართ, რომ თქვენი განწყობა იოლად გადაედებათ ხოლმე გარშემომყოფებს.
- ურთიერთობა: თქვენ ფიქრობთ, რომ სერიოზული ურთიერთობისათვის არ ხართ მზად, მაგრამ ერთ დღეს ისეთ პიროვნებას შეხვდებით, რომ თქვენს მოუმზადებლობას უმალ დაივიწყებთ.
თუ პირველი ქალი შენიშნეთ, თქვენი სამყაროს მთავარ ნაწილს დედობა და სიკეთე წარმოადგენს. ყოველთვის ზრუნავთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებზე. თქვენმა მეგობრებმა იციან, რომ ყოველთვის შეიძელბა თქვენი იმედი ჰქონდეთ.
- პიროვნული დახასიათება: ძალიან თბილი და მოსიყვარულე ხართ, თქვენს გულში ყოველთვის მოიძებნება ადგილი გარშემომყოფებისთვის.
- ურთიერთობა: დახვეწილობა და ბალანსი სიყვარულში თქვენთვის მთავარია.
თუ ბავშვის სახე შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ გიყვართ როცა თქვენზე ზრუნავენ. სასიყვარულო ურთიერთობაში არასდროს დგამთ პირველ ნაბიჯს, არც მეორეს. თქვენი სიყვარული დაფუძნებული უნდა იყოს გულახდილობაზე, სულიერებაზე და ჰარმონიაზე. ხართ ძალიან მშვიდი პირვნება და არ გიყვართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.
- პიროვნული დახასიათება: სილამაზე და ერთგულება თქვენი მთავარი ღირსებებია.
- ურთიერთობა: ხართ ძალიან ერთგული.
თუ წყალში დახატული სახე დაინახეთ, სასიყვარულო ურთიერთობაში თქვენთვის მთავარი თავისუფლებაა. ცდილობთ ცხოვრებისაგან რაც შეიძლება მეტი მიიღოთ. ძალიან ადვილად იჩენთ ახალ მეგობრებს და ფიქრობთ, რომ ღრმა გრძნობები სათქვენო არ არის. დღევანდელი დღით ცხოვრობთ და მომავალი საერთოდ არ გადარდებთ. უარს ამბობთ ყოველგვარ ნეგატიურ განცდებზე. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენთვის ცხოვრება ყოველთვის მშვენიერია.
- პიროვნული დახასიათება: ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ხართ. ზოგი კი ფიქრობს, რომ ზედაპირული პიროვნება ხართ.
- ურთიერთობა: არ გუსრთ არანაირი ვალდებულბის აღება, ამიტომ გირჩევნიათ გყავდეთ უამრავი მეგობარი და არავინ მოუშვათ ახლოს.
თუ ქალის ფიგურა შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში გიყვართ ყოფნა. ინტელექტუალური ადამიანი ხართ და მოგწონთ როდესაც სხვა ადამიანები აფასებენ ამას. ასევე მოგწონთ როდესაც თქვენს გარეგნულ სილამაზეზეც ამახვილებენ ყურადღებას.
ქარიზმატული ხართ და დადებით ემოციებს ავრცელებთ. ყოველთვის საუკეთესო იდეების ავტორი ხართ და ადამიანებს უყვართ თქვენთან ყოფნა. თუმცა, ამ ყველაფრის გამო ხანდახან თქვენი შურთ კიდეც.
- პიროვნული დახასიათება: გიყვართ მხიარულება და თქვენი ცხოვრება ამის გარშემო ტრიალებს. არ არსებობს ისეთ რამ, რამაც შეიძლება გაგტეხოთ ან განწყობა გაგუფუჭოთ.
- ურთიერთობა: გულის სიღრმეში, ვალდებულებების და სერიოზული ურთიერთობის გეშინიათ. ამიტომაც, ზოგჯერ ძლიერ სიყვარულის გაურბიხართ.
ავტორი: ნინი ბარბაქაძე
ბოლო ტესტში ქალი და ბავშვი ერთდოულად დავინახე ორივე ერთნაირად შევამჩნიე და რა გავიგო ესეიგი ორივე დახასიათება შემეფერება ?